დიმაროში შეკრებაზე ორმხრივ თამაშში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. პრესკონფერენციაზე გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ახალწვეულები დაახასიათა: "კვარაცხელია და ოლივეირა მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, რომელთაც ძალიან ვენდობით.
ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობენ, რათა თანდათან მაქსიმალურ ფორმაში ჩავაყენოთ. კვარას კიდევ სჭირდება ვარჯიში, მისი უნარები ვიცით და საკმაოდ მშვიდად ვართ.
ორივეს ფასი ვიცით და გვიხარია, რომ ჩვენთან არიან", - განაცხადა „ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა.