კვარაცხელიამ „ნაპოლიში“ პირველად ივარჯიშა

09 ივლისი 2022, 17:18 872 ნახვა

''ნაპოლის" ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა პატარა ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ახალ გუნდში "77" ნომრით ითამაშებს. "ნაპოლი" დღეს ოფიციალურად შეუდგა ახალი სეზონისთვის მზადებას.

გუნდი ჩრდილოეთ იტალიაში ჩავიდა და სამთო კურორტ დიმაროში დაბანაკდა. ვარჯიშის პირველ დღეს, პატარა სტადიონზე, უამრავმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი.

ლუჩანო სპალეტის შეგირდები იქ 19 ივლისამდე დარჩებიან, 14 ივლისს კი ადგილობრივ გუნდთან პირველ სპარინგს გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი