უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად გამოწვეული გლობალური სასურსათო კრიზისის გამო 323 მილიონი ადამიანი შიმშილის ზღვარზეა - ამის შესახებ ინდონეზიაში დიდი ოცეულის მინისტერიალზე ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
შეხვედრის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს რუსეთის მისამართით გაჟღერებულ მოთხოვნას უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვის შესახებ.
ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში მილიარდ 200 მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი მეექვსე, დაუცველია „სურსათსა და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდისა და ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო“.