იაპონიაში ყოფილ პრემიერზე თავდამსხმელმა დანაშაული აღიარა

09 ივლისი 2022, 14:36 719 ნახვა

იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სინძო აბეზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა დანაშაული აღიარა. ამის შესახებ ქალაქ ნარას პოლიცია აცხადებს. დანაშაულის მოტივი არ არის დადგენილი.

პოლიციის წარმომადგენლის თანახმად, თავდამსხმელმა აღიარა, რომ მას მტრული დამოკიდებულება ჰქონდა გარკვეული ორგანიზაციების მიმართ, რომლებთანაც, მისი აზრით, აბე იყო დაკავშირებული. ეჭვმიტანილის ბინაში ჩხრეკის დროს ნახეს იარაღი. 

აბეს 8 ივლისს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრის დროს ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი