„შავი ზღვის ვარსკვლავები 2022“ - ჩემპიონატი საპლაჟო ფრენბურთში

08 ივლისი 2022, 10:08 771 ნახვა

დასრულდა აჭარის ღია ჩემპიონატი საპლაჟო ფრენბურთში “შავი ზღვის ვარსკვლავები 2022”, რომელშიც გოგონათა 19 და ვაჟთა 15 წყვილი მონაწილეობდა. ტურნირში გუნდები თბილისიდან, ბოლნისიდან, ცაგერიდან, დმანისიდან, ქუთაისიდან, სამტრედიიდან, გორიდან და ბათუმიდან მონაწილეობდნენ. გოგონათა შორის გამარჯვებული სამტრედიის გუნდი გახდა, მეორე-მესამე ადგილზე, შესაბამისად, გორისა და ქუთაისის გუნდები გავიდნენ.

ვაჟთა შორის ქუთაისელებმა გაიმარჯვეს, ბათუმმა მეორე ადგილი დაიკავა, სამტრედია კი მესამეზე გავიდა. გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები: ტურნირის ვარსკვლავები ბათუმელი დომენიკ მეგრელიძე და სამტრედიელი მართა ლორთქიფანიძე გახდნენ.

საუკეთესო წყვილად ცაგერისა და ბათუმის გუნდები დასახელდნენ. ტურნირის დედოფლად ბათუმელი ელენე მექვაბიშვილი დასახელდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი