ხვალ 17 საათზე ბათუმში, სპორტკომპლექსთან საორგანიზაციო ჯგუფის წევრები პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ. საქმე ეხება სპორტსკოლის დემონტაჟს, მის ნაცვლად კი აქ 4 ათას 500 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას. ეს გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ მიიღო. სპორტკომპლექსის დანგრევის მოწინააღმდეგები ხელისუფლების დანაპირებს, რომ ალტერნატიული ობიექტი აშენდება- უნდობლობას უცხადებენ, მაგალითად კი ზღვისპირა ქალაქში სხვადასხვა დროს დანგრეული სპორტული ნაგებობები მოჰყავთ.