ქართულმა კლუბებმა კონფერენსლიგა წაგებებით დაიწყეს

08 ივლისი 2022, 10:07 606 ნახვა

უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა  სამმა  ქართულმა გუნდმა დაიწყო. საქართველოს ვიცე-ჩემპიონი დინამო თბილისი ესტონურ „პაიდეს“ „დინამო არენაზე“ დაუხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. 

წააგო საქართველოს თასის მოქმედმა გამარჯვებულმა  „საბურთალომ“, რომელიც ალბანური „პარტიზანთან 0:1 დამარცხდა.

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატის შარშანდელი სეზონის მესამე ადგილის მფლობელ გორის „დილას“ პირველი მატჩი ფინურ „კუპსის“ წინააღმდეგ სტუმრად გამართა და 0:2 დამარცხდა.

განმეორებით შეხვედრებს ქართული კლუბები 14 ივლისს გამართავენ. 

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი