დონეცკში დაბომბვას კიდევ 6 ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაშავდა - უკრაინული მედია

08 ივლისი 2022, 10:15 547 ნახვა

გასული დღის განმავლობაში, დონეცკის ოლქში, რუსეთის მიერ განხორციელებულ დაბომბვას კიდევ ექსვი ადამიანი ემსხვერპლა, 21 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

"რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას! 7 ივლისს რუსებმა დონეცკის ოლქში 6 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: კრამატორსკში, სლავიანსკში, ავდიივკაში, სევერსკში, პოკროვსკესა და ორლოვკაში. დაშავდა კიდევ 21 ადამიანი",- აცხადებს კირილენკო. 

უკრაინული მედიის ცნობით,  რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, დონეცკის რეგიონში მინიმუმ 583 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და სულ მცირე 1517 დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი