აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმების შედეგად, 40-მდე დარღვევა გამოვლინდა - სეს

06 ივლისი 2022, 10:17 666 ნახვა

აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმების შედეგად, 40-მდე დარღვევა გამოვლინდა-ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე განცხადებით, სააგენტოს ინსპექტორები პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.

"ლაბორატორიული კვლევის მიზნით, ინსპექტორები იღებენ პრეპარატების ნიმუშებსაც. მიმდინარე წელს, აღებულია აგროქიმიკატების და პესტიციდების 190-მდე ნიმუში. წლის ბოლომდე, დაგეგმილია 380 ნიმუშის აღება.

ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, გამოვლინდა 40-მდე დარღვევა - ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, მარკირების წესისა და რეალიზაციის პირობების დარღვევა და სხვა, რაზეც სააგენტოს მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

უხარისხო, ვადაგასული და ფალსიფიცირებული პრეპარატების გამოვლენისა და ბაზრიდან ამოღების მიზნით, ყველა სარეალიზაციო ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი"-აცხადებენ სააგენტოში.

 

 

 

ფოტო: არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი