ახალი საცურაო აუზისა და ყინულის სახლის ასაშენებლად, ხელისუფლებასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის დადებულ გარიგების მიუხედავად, მშენებლობა არ დაწყებულა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი კი ირწმუნება, რომ კომპანიას 2018 წელს ავანსის სახით უკვე ჩაერიცხა 9 000 000 ლარზე მეტი და რეზო ხარაზმა პროკურატურას წერილით მიმართა, რათა გამოიძიონ რატომ უნდა გადაუხადონ კომპანიას შეუსრულებელი სამუშაოების მიუხედავად, 40 000 000 ლარი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი განმარტეს, რომ უწყება ბათუმში მასშტაბურ სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტს ახორციელებს და პროექტი ამ ეტაპზე მიმდინარეობს. კონკურსის წესით უკვე გამოვლენილია კომპანია "ბი დაბლიუ ეს", რომელიც პროექტირების დოკუმენტზე მუშაობს. წელსვე განახლდება მშენებლობის პროცესი. მათი ინფორმაციით, პროექტისთვის განსაზღვრულია მილიონ ლარზე მეტი და დამატებით საქართველოს მთავრობა პროექტს 20 მლნ ლარით დააფინანსებს. პროექტის განხორციელება კომპანია "ვესტინკორ ჯორჯია"-მ დაიწყო, თუმცა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყდა. კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საძირკველი, ყინულის არენის ფოლადის კონსტრუქცია, ე.წ ,,კაფსულა“, ასევე ვენტილაციის და განათების სისტემები, რომლის ღირებულება სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ შესაბამისი ექსპერტიზით განისაზღვრა. აღნიშნული ექსპერტიზის საფუძველზე, კომპანიას შესრულებული სამუშაოს ღირებულება 8 702 614 დოლარი აუნაზღაურდა. პროექტის დასრულებას კი უკვე ახალი კომპანია უზრუნველყოფს. მასშტაბური პროექტით ბათუმს ახალი თანამედროვე სტანდარტების, 1500 მაყურებელზე გათვლილი ყინულის სასახლე და 800 მაყურებელზე გათვლილი საცურაო აუზი ექნება.