შეხვედრა ართვინის გუბერნატორთან

06 დეკემბერი 2025, 11:50 163 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თურქეთის რესპუბლიკის, ართვინის პროვინციის გუბერნატორს და თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, აჭარის რეგიონსა და ართვინის პროვინციას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განიხილეს ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც მნიშვნელოვანია საზღვრისპირა რეგიონების განვითარებისთვის.
სულხან თამაზაშვილმა ხაზი გაუსვა აჭარისა და ართვინის პროვინციის შორის არსებულ მჭიდრო მეზობლურ და პარტნიორულ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე, ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში