ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებს და პროკურატურას მიმართვას. საქმე ეხება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა და ხელისუფლებას შორის დადებულ გარიგებას ახალი საცურაო აუზისა და ყინულის სასახლის ასაშენებლად, კომპანიას 2018 წელს ავანსის სახით უკვე ჩაერიცხა 9 მილიონ ლარზე მეტი, თუმცა ობიექტების მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.
საქმეზე რეზო ხარაზმა დღეს პროკურატურას წერილით მიმართა, რათა გამოიძიონ რატომ უნდა გადაუხადონ კომპანიას შეუსრულებელი სამუშაოების მიუხედავად, 40 მილიონი ლარი.
ჩვენ დავუკავშირდით აჭარის ფინანსთა და ეკოპნომიკის სამიისტროს, საიდანაც ველოდებით ინფომაციას რა ეტაპზეა ყინულის სახლის და საცურაო აუზის მშენებლობის საკითხი.