‘’მარინე კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’ - საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.
სადავო ნორმა საჯარო სამსახურში დასასაქმებლად ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარდგენის ვალდებულებაა.
მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ნორმა ყველა ნარკოტიკულ საშუალებას თანაბრად მიემართება და არ იძლევა ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას, იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის კანონი მოქმედებს.