სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, ხორცისა და ხორცპროდუქტების 9 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს.
მათივე განცხადებით, სამ ობიექტს, კრიტიკული შეუსაბამობებისთვის (დარღვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ეტიკეტირების წესი და შენახვის პირობები) შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ასევე გამოვლინდა და დაილუქა 600 კგ-მდე მავნედ მიჩნეული ხორცი.
„კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა შემდეგ ბიზნესოპერატორებთან: შპს უნივერსალი, ს/კ 454407641 - ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება, გადამუშავება და კონსერვირება, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რაფაელ აგლაძის N32, შენობა N38 (ტემპერატურული რეჟიმისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა); ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
ი/მ - ხორცის რეალიზაცია, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ფიფიას N17 (გამოვლინდა ვადაგასული სურსათი, ცხოველის ტანხორციდან არ არის მოცილებული განსაკუთრებული მაღალი რისკის მასალა, დაილუქა 600 კგ-მდე ხორცი); ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 5000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი;
შპს კობა, ს/კ 435434558 - ხორცის რეალიზაცია, მის: ქ. თბილისი, ძმები ფიფიების N25 (გამოვლინდა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების უხეში დარღვევა); ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.