აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ უკრაინას დამატებით 800 მილიონი დოლარით დაეხმარება - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა NATO-ს მადრიდის სამიტის დასკვნით დღეს განაცხადა.
დახმარება მოიცავს ახალ, დასავლურ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რადარის სისტემებსა, დამატებით საბრძოლო მასალებს.
„ჩვენ უკრაინას გამოვუყავით თითქმის შვიდი მილიარდი დოლარის ოდენობის უსაფრთხოების დახმარება მას შემდეგ, რაც მე პრეზიდენტის თანამდებობა დავიკავე. უახლოეს დღეებში ჩვენ ვგეგმავთ დამატებით 800 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების გამოცხადებას, რაც მოიცავს ახალი, მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მეტ არტილერიას და აღჭურვილობას“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.