უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი დაიბრუნა

29 ივნისი 2022, 19:01 782 ნახვა

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დღეს რუსეთთან მორიგი გაცვლა ჰქონდათ და შედეგად, 144 უკრაინელი სამხედრო დაიბრუნეს.

"განხორციელდა პატიმართა მორიგი გაცვლა, რის შედეგადაც 144 უკრაინელი დამცველი დაბრუნდა სახლში. ეს არის ყველაზე დიდი გაცვლა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. გათავისუფლებული 144 პირიდან – 95 „აზოვსტალის“ დამცველია, მათ შორის არის „აზოვის“ პოლკის 43 სამხედრო მოსამსახურე“, - ნათქვამია განცხადებაში.

გათავისუფლებულ უკრაინელთა უმეტესობას მძიმე დაზიანებები აღენიშნება და ჩაუტარდებათ საჭირო სასწრაფო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი