ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსის მადრიდის სამიტზე მიიღეს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელითაც ოფიციალურად შეიცვალა რუსეთის სტატუსი ალიანსთან ურთიერთობებში.
ახალი სტრატეგიული კონცეფციის თანახმად, NATO რუსეთს განიხილავს, როგორც ყველაზე სერიოზულ და უშუალო საფრთხეს მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის.
ალიანსის წევრები უმკაცრესად გმობენ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ რუსეთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და პირდაპირი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და ევროატლანტიკურ სივრცეში სტაბილურობისთვის,
"რუსეთის ფედერაცია არის ყველაზე სერიოზული და პირდაპირი საფრთხე მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ევროატლანტიკურ რეგიონში", - ნათქვამია კონცეფციაში.