გაერო-ს უშიშროების საბჭომ დაგმო კრემენჩუკზე რუსული თავდასხმა

29 ივნისი 2022, 10:54 448 ნახვა

გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო რუსული სარაკეტო თავდასხმები, მათ შორის კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე.

უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ საბჭომ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო  უკრაინაში ომის  შედეგად დაღუპულთა  ხსოვნას. რუსეთის დელეგაციის წევრებმა უშიშროების საბჭოს დარბაზში ყველაზე ბოლოს  გადაწყვიტეს ფეხზე წამოდგომა  იმისთვის, რომ  არ დამსგავსებოდნენ მკვლელებს.

ამის შესახებ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც რუსეთი დაადანაშაულა გაეროს ფუძემდებლური პრინციპების და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის დარღვევაში და განაცხადა, რომ ამის მიუხედავად, რუსეთი რჩება გაეროში და ისევ სარგებლობს უშიშროების საბჭოს წევრის პრივილეგიებით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში