უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს

28 ივნისი 2022, 11:58 589 ნახვა

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული ბოლო სარაკეტო დარტყმების გამო, კიევი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.  ინფორმაციას „ბიბისი“ გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ალბანეთის მისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი იქნება კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიში.  ასევე სხდომაზე უნდა განიხილონ  კვირას კიევში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვაც. 

გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა, სავარაუდოდ, დღეს საღამოს გაიმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი