სატვირთო ავტომობილში 50-მდე დაღუპული მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინა პოლიციამ ტეხასში, სან-ანტონიოში.
სან-ანტონიო მექსიკის საზღვრიდან 250 კილომეტრზე მდებარეობს. ჰოსპიტალიზებულია 16 ადამიანი.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებოდნენ სატვირთო მანქანაში. პოლიცია მძღოლს ამ დრომდე ეძებს.