აშშ-ში, მისურის შტატში სამგზავრო მატარებელი სატვირთო მანქანას დაეჯახა და ლიანდაგებიდან გადავიდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა სამი და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას „ბიბისი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულთაგან ორი მატარებელში იმყოფებოდა, მესამე კი სატვირთო მანქანის მძღოლი იყო.