''დიდი შვიდეულის'' ლიდერების შეხვედრა

27 ივნისი 2022, 10:05 345 ნახვა

შოლცი და ბაიდენი შეთანხმდნენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების შესახებ. "დიდი შვიდეულის" ქვეყნები, რომლებიც ორდღიან სამიტს მართავენ გერმანიაში, 2027 წლისთვის აპირებენ 600 მილიარდი ევროს გამოყოფას განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.

ეს არის ინიციატივის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს ჩინეთის მრავალ ტრილიონ დოლარიანი პროექტისთვის სახელწოდებით, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ წინააღმდეგობის გაწევას.

ამ თანხიდან 200 მილიარდი დოლარი აშშ-ზე მოდის, რომელიც სხვადასხვა ფონდიდან გამოყოფს თანხას.

ყველა ლიდერი შეშფოთებულია გლობალური კრიზისით მზარდი ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის შენელების ფონზე.  ჯო ბაიდენი და ჯი-7-ის სხვა ლიდერები იწყებენ ოფიციალურ პარტნიორობას, რომელიც გამოასწორებს განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურულ ხარვეზებს, გააძლიერებს გლობალურ ეკონომიკასა და მიწოდების ქსელებს, ასევე ხელს შეუწყობს ვაშინგტონის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.

დაფინანსება მიმართული იქნება კლიმატისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების, ციფრული კომუნიკაციების, ჯანდაცვისა და გენდერული თანასწორობის მიმართულებით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი