საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის ნაწილი დაზიანდა.
უწყების ცნობით, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მეწყრისგან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ჟინვალი-ბარისახლო-შატილის გზის ცენტრალურ მონაკვეთზე. მეწყერი ჩამოწვა ასევე მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 53-ე კილომეტრზე. სტიქიამ ზიანი მიაყენა დუშეთის რამდენიმე სოფელსაც.