რუსეთის ომი უკრაინაში

24 ივნისი 2022, 10:02 444 ნახვა

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ  უკრაინელ სამხედროებს სევეროდონეცკის დატოვება მოუწევთ. სერჰი გაიდაის   თქმით, ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშში კი ნათქვამია, რომ  სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება. 

მათივე ცნობით, რუსეთი ქალაქის ახლომდებარე ტერიტორიებს ბომბავს. უწყების ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან 34 ათას  530 რუსი სამხედრო მოკლეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან უკრაინაში 338 ბავშვი დაიღუპა, 610-ზე მეტი კი დაშავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი