საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაში.
''ვიცით, რომ ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ამ გზაზე წარმატების მისაღწევად. გერმანია თავის წვლილს შეიტანს ამ წარმატების უზრუნველსაყოფად. საკუთარი ისტორიის ახალ თავს ევროპა ერთობლივად შექმნის'' - წერია საელჩოს განცხადებაში.
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარეს და მზად არიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.