შობა მსოფლიოში

07 იანვარი 2017, 00:00 2722 ნახვა

იულიანური კალენდრით იესოს დაბადება აღნიშნეს აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში, თურქეთსა და რუსეთში. სტამბოლში შობასთან დაკავშირებით ტრადიციული წყალში შთაფვლის რიტუალი შედგა. რელიგიურ დღესასწაულს ტრადიციულად მუხის ტოტების დაწვით შეხვდნენ სერბი ქრისტიანები. დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიების წინამძღვრებმა თავი მოიყარეს ბეთლემში, მაცხოვრის შობის ადგილას. მოსკოვში წირვა მაცხოვრის ტაძარში პატრიარქმა კირილმა აღავლინა. საშობაო ღამის ლიტურღიას ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნოვგოროდში დაესწრო. ომით დაზარალებულ ალეპოში კი საშობაო მესა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღევლინა. წირვას პრეზიდენტთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ფრანგი კანონმდებლებიც დაესწრნენ. შობას ზეიმობენ ბელარუსში, ეგვიპტეში, ეთიოპიაში, ყაზახეთში, მაკედონიასა და მოლდოვაში მცხოვრები ქრისტიანები. კანადელ მართლმადიდებლებს დღესასწაული ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიულოცა. შობას წინ 40 დღიანი მარხვა უძღოდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი