დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივცემთ კანდიდატის სტატუსს უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ცხად, ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის - აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
შარლ მიშელის თქმით, ეს გადამწყვეტი მომენტია ევროკავშირისთვის.
''დღეს, ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრაა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან. მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან არის ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნება პროცესის გამოცოცხლებისთვის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით, რომ გაიგზავნოს ცხადი შეტყობინება. მოვლენების განვითარებას აქტიურად ვაკვირდებით საფრანგეთის საპრეზიდენტო მანდატთან ერთად, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკება ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან“, – განაცხადა შარლ მიშელმა.