"აჩვენეთ ღარიბაშვილის გამოსვლა მსოფლიოს და არათუ ევროკავშირში მიგვიღებენ, არამედ, სადაც ვართ, იქიდანაც გამოგვაგდებენ" - ასეთი შეფასებები მოჰყვა ოპონენტების მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის 11 საათიან გამოსვლას პარლამენტში. ანტი-ევროპულ და ანტი-სახელმწიფოებრივად აფასებენ პრემიერის განცხადებებს.
ამბობენ, რომ ეს იყო პრემიერის ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირების ანგარიში, რადგან, როგორც განმარტავენ, პრემიერმა ძირითადი დრო "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას დაუთმო.
განსხვავებული პოზიცია აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. მათი განმარტებით, ღარიბაშვილმა პასუხი გასცა ყველა კრიტიკულ შეკითხვას. ოპოზიციას კი დესტრუქციაში ადანაშაულებენ.