ძლიერი მიწისძვრა ავღანეთში. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 250 ადამიანს აჭარბებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დაშავებულთა რაოდენობა 600-ს აღწევს. ზიანი, ძირითადად, აღმოსავლეთით მდებარე პაკტიკას პროვინციას მიადგა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და შენობა-ნაგებობები.
მიწისძვრა, რომლის სიმძლავრე 6.1 მაგნიტუდა იყო, ავღანეთის გარდა მიწისძვრა იგრძნეს პაკისტანსა და ინდოეთში.