სლოვენია მხარს უჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

22 ივნისი 2022, 10:03 611 ნახვა

სლოვენიის მმართველი კოალიცია და ოპოზიცია  მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინისთვის  ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.  ამის შესახებ ტვიტერზე მმართველმა  პარტიამ  „თავისუფლების მოძრაობამ“ დაწერა.

„დღეს სლოვენიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და ევროპულ საქმეთა ერთობლივი კომიტეტების სხდომაზე ევროპის საბჭოს სხდომაზე სლოვენიის დელეგაციის მონაწილეობის საკითხი განიხილებოდა და კოალიციის და ოპოზიციის დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი  უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

პარტია „თავისუფლების მოძრაობა“ ხელისუფლებაში სლოვენიაში მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გამართული არჩევნების შემდეგ მოვიდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი