ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი ბორონდიანკაში ჩავიდა

21 ივნისი 2022, 13:47 588 ნახვა

ლუქსემბურგის პრემიერ- მინისტრი ხავიერ ბეტელი კიევში ჩასვლის შემდეგ  რუსი  ოკუპანტების  მიერ განადგურებულ ბოროდიანკაში გაემგზავრა.  ამის შესახებ მან თავის ტვიტერზე დაწერა. 

"ბოროდიანკა  რუსული აგრესიის შედეგად  მთლიანად  განადგურდა და დღეს იგი უაზრო სისასტიკისა და ძალადობის სიმბოლოა. ვერაფერი გადმოსცემს იმ საშინელებას, რაც აქ მოხდა" - წერს  ბეტელი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში