„შინ ევროპისკენ“ - თბილისსა და ბათუმში პარალელურად ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მანიფესტი დაიწყო. თბილისში მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილი, დაახლოებით 1 საათში კი იქნება მსვლელობა ევროპის მოედნის მიმართულებით, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი შედგება. როგორც აქციის დაწყებამდე ორგანიზატორები ამბობდნენ, დაივიწყებენ ყველანაირ პარტიულ უთანხმოებას და ერთიანდებიან - საქართველოს ევროპული პერსპექტივის გარშემო.