ევროპელი ლიდერები უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ

20 ივნისი 2022, 14:33 745 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის დასკვნის საფუძველზე ამ კვირის სამიტზე შეთანხმებას მიაღწევენ. მისი თქმით, სტატუსის მიღების შემდეგ გაწევრიანების სისწრაფე კანდიდატ ქვეყნებზე იქნება დამოკიდებული.

მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას ამ რთულ, მნიშვნელოვან გზაზე, ასევე მოლდოვას, – მიაჩნია  გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს.

ანალენა ბერბოკმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ  ევროპა ყოველთვის იზრდებოდა რთულ სიტუაციაში და ახლა საჭიროა ლიდერობა, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში