უკრაინაში მილიონობით ტონა მარცვლეულია ბლოკირებული, ეს ომის დანაშაულია - ჟოზეფ ბორელი

20 ივნისი 2022, 14:11 674 ნახვა

მილიონობით ტონა მარცვლეული უკრაინაში ბლოკირებული რჩება. ეს ნამდვილი ომის დანაშაულია - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი.

ის რუსეთს უკრაინული პორტების დებლოკირებისკენ მოუწოდებს.

„წარმოუდგენელია, რომ მილიონობით ტონა ხორბალი დაბლოკილია უკრაინაში, როცა დანარჩენ მსოფლიოში ხალხი შიმშილობს. ეს ნამდვილი სამხედრო დანაშაულია“ - თქვა ბორელმა 20 ივნისს ლუქსემბურგში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.

მინისტრები მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის შავი ზღვის პორტებში დაკავებული ხორბლეულის გათავისუფლება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი