უკრაინა მზად არის რუსეთს ნიჩბებით ებრძოლოს, თუ იარაღს ვერ მიიღებს - კულება

20 ივნისი 2022, 10:06 488 ნახვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ უკრაინა დასავლეთიდან შეიარაღებას ვერ მიიღებს, მაშინ ნიჩბებით იბრძოლებენ. მისი თქმით, რაც უფრო მალე გაეგზავნება იარაღი უკრაინელ სამხედროებს, მით მეტ დახმარებას გაუწევს ის ქვეყანას. 

კულებას თქმით, უკრაინას აქვს მნიშვნელოვნად ნაკლები იარაღი, ვიდრე რუსეთს  და ასეთი დისბალანსით ისინი  ვერ მოიგებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში