უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, საქართველოს ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსის მისაღებად - ევროკომისიის რეკომენდაცია 

17 ივნისი 2022, 14:13 1103 ნახვა

ევროკომისია ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს, უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, საქართველოსთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.

კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობების შესრულება მოუწევს.

„კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსიც. ეს იმის საფუძველზე უნდა მოხდეს, რომ ქვეყანაშიუნდა განხორციელდება მნიშვნელოვანი რეფორმები. უკრაინამ ცალსახად აჩვენა, ქვეყნის მისწრაფება დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები. რვა წლის განმავლობაში ის ეტაპობრივად უახლოვდებოდა ჩვენს ორგანიზაციას. ჩვენ ერთი ნათელი გზავნილი გვაქვს - დიახ, უკრაინა იმსახურებს ევროპულ პერსპექტივას, დიახ, უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

რაც შეეხება მოლდოვას, ჩვენ აქაც ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიეცეს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი.

როგორც უკრაინის შემთხვევაში, მოლდოვას რეკომენდაციას ვუწევთ, რომ მივანიჭოთ ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი იმის ფონზე, რომ ქვეყანამ უნდა განახორციელოს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა მომავალშიც. დამოუკიდებლობის შემდეგ, ანტიკორუფციული და პროევროპული გზა აირჩია. რა თქმა უნდა, მათ გრძელი გზა აქვთ ჯერ კიდევ გასავლელი. მათი ეკონომიკა და საჯარო ადმინისტრაციის სექტორი საჭიროებს განვითარებას, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის ლიდერები მიჰყვებიან აღნიშნულ კურსს, ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყანას აქვს შესაბამისი პოტენციალი, რომ დააკმაყოფილოს აღნიშნული მოთხოვნები

რაც შეეხება  საქართველოს, ქვეყანა  იზიარებს იგივე პოტენციალს, რომელიც უკრაინას და მოლდოვას გააჩნია. მის განცხადებას გააჩნია სიძლიერე, განსაკუთრებით ბაზრებზე ორიენტირებული ეკონომიკა, ძლიერი კერძო სექტორი, რათა წარმატებას მიაღწიოს. ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად, რათა ნათელი გზა დასახოს სტრუქტურული რეფორმებისა ევროკავშირის მიმართულებით. გზა, რომელიც ნათლად განსაზღვრავს შესაბამის რეფორმებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით იმუშაოს საქართველომ. ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ ამათ კანდიდატის სტატუსს''  - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

აღნიშნულ რეკომენდაციის საფუძველზე ევროპული საბჭო შემდეგ კვირაში გადაწყვეტს, მიენიჭება თუ არა უკრაინას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი