სტიქია სამეგრელოში

16 ივნისი 2022, 14:07 746 ნახვა

უხვმა ნალექმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარე ჯუმმა სოფელ დიდნეძში ორი საავტომობილო ხიდი დააზიანა, რამდენიმე ადგილას გაარღვია ნაპირსამაგრები, დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი. განადგურებულია სავარგულები, ბოსტნები, დახოცილია შინაური ფრინველები.

ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლებთან ერთად უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ხობის სოფელ ხეთასა და საჯიჯაოში. მთელი ღამის განმავლობაში პრობლემურ ადგილებში მუნიციპალური სამსახურები მუშაობდნენ.

ამჟამად გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი