საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 

15 ივნისი 2022, 17:18 1787 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევების შედეგად, საქართველოში დადასტურდა „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა.

პაციენტს ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს. 

მას ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებიდან მალევე გაეწერა. 

''მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არც ერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას“, – აცხადებენ უწყებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი