საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსებით 20 გამარჯვებული სტარტაპერი გამოვლინდა, რომლებიც უცხოელმა ინვესტორებმა შეარჩიეს.
პროგრამაში წარდგენილი 230 განაცხადიდან პირველ ეტაპზე 50 აპლიკანტი შეარჩიეს. მათ ბიზნეს უნარების გასაუმჯობესებლად და წარდგენილი პროექტების დასახვეწად ჩაუტარდათ არაერთი ტრენინგი.
ფინალური ეტაპი ქობულეთში გაიმართა. გამარჯვებულ პროექტებს 150 000 ლარამდე თანადაფინანსებას სახელმწიფო გაუწევს.