ლენტეხში თანამედროვე რაგბის სტადიონი და რაგბის სპორტული კომპლექსი აშენდება

13 ივნისი 2022, 18:49 1003 ნახვა

მასშტაბური სახალხო დღესასწაული მიეძღვნა ლენტეხის სოფელ ფაყში სულთმოფენობას, რომელსაც ადგლობრივი დღესასწაული სკალდობაც დაემთხვა.

ადგილობრივი ახალგაზრდები ერთმანეთს სვანურ ჭიდაობა მარკლანში, ასევე, დოღში, ცხენით ჯირითსა და მკლავჭიდში შეეჯიბრნენ. ყველა ტურნირში გამარჯვებული ფულადი და სხვა პრიზებით, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დააჯილდოვა, ხოლო დოღში გამარჯვებულს კვიცი აჩუქა.

იოსებ ტყემალაძე ლენტეხში სპეცალური მისიით - ადგილზე რაგბის განვითარების პროგრამის წარსადგენად ჩავიდა, დაათვალიერა ლენტეხის რაგბის სტადიონი, სადაც ამჟამად წვრთნას 16 წლამდე ასაკის აღსაზრდელები გადიან და განაცხადა, რომ 100 სტადიონის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში ლენტეხში ახალი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, ტრიბუნები, სათანადო სავარჯიშო და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა აშენდება.

იოსებ ტყემალაძის თქმით, ლენტეხში რაგბის განვითარებას ხელს ამ სპორტის გულშემატკივარი, მერი გია ონიანი უწყობს რისთვისაც მას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
 
„როგორც კი ახალი სტადიონი გვექნება, დავნიშნავთ შიდა საუბნო ტრანსპორტს ყველა თემში და მოსრუნე ბავშვებს მთელი მუნიციპალიტეტიდან მოვიზიდავთ და ჩავაბამთ რაგბში, დარწმუნებული ვარ, სვანეთი თავის სიტყვას იტყვის მალე ამ სპორტში“ - განაცხადა გია ონიანმა.
„დიახ, აქ გაზრდილმა ბავშვებმა უნდა მოიგონ მსოფლიო ჩემპიონატი რაგბში“ - დასძინა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, მისივე თქმით,  ლენტეხში საერთაშორისო სარაგბო სპორტული ბაზაც მოეწყობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი