საქართველო და ქართველი ხალხი უპირობოდ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - თორნიკე რიჟვაძე

13 ივნისი 2022, 15:07 1045 ნახვა

ჯერი ევროკავშირზეა - აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან და რეზოლუციასთან დაკავშირებით მედიის მხრიდან დასმულ შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ გამომდინარე იმ რეფორმების ტემპიდან, თავისუფლებიდან, დემოკრატიის ხარისხიდან, პირველი, ვინც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს გახლავთ საქართველო.

„პირველი, ვინც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს გახლავთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო - საქართველო. გამომდინარე იმ რეფორმების ტემპიდან, თავისუფლებიდან, დემოკრატიის ხარისხიდან, რომელსაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. საქართველო და ქართველი ხალხი უპირობოდ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ჯერი ევროკავშირზეა.

ჩვენი მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას ამ საპატიო სტატუსის მისაღებად და იმედი მაქვს, რომ ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირის წარმომადგენლებს ეყოფათ პოლიტიკური ნება საქართველოს დაუფასონ ის რეფორმები და ის დემოკრატიის ხარისხი, რაც გამოიხატება მათ პოლიტიკურ ჟესტში. შემდეგ უკვე დაიწყება კიდევ უფრო გრძელი, მაგრამ საინტერესო გზა, რომელიც მიგვიყვანს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე“ - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი