უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, ოკუპანტების მთავარი ტაქტიკური მიზანი არ შეცვლილა, ისინი ზეწოლას ახდენენ სევეროდონეცკში, სადაც სასტიკი ბრძოლები გრძელდება.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსულ მხარეს მიმდინარე თვეში ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგები ექნება.
,,რუსეთს უკვე ივნისში შეუძლია გადალახოს დაკარგული ჯარისკაცების 40 000-იანი ხაზი. მრავალი ათწლეულის მანძილზე არცერთ სხვა ომში მათ ამდენი არ დაუკარგავთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.