ფინეთი ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილებს თურქეთს არ გადასცემს

12 ივნისი 2022, 10:12 1371 ნახვა

ფინეთმა უარი განაცხადა თურქეთის მოთხოვნის შესრულებაზე, ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილთა ექსტრადირებასთან დაკავშირებით.

ივნისის დასაწყისში თურქეთმა ფინეთისგან ათი პირის ექსტრადირება მოითხოვა, რომლებიც, ანკარას თქმით, ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობასთან და „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ არიან დაკავშირებულნი.როგორც მედია წერს, ფინეთის მთავრობამ მოთხოვნილი ათი პირიდან მხოლოდ შვიდის საკითხი გადაწყვიტა.

თურქეთში ჯერჯერობით მხოლოდ ორი პირის ექსტრადირება მოხდა, თუმცა ისინი არ არიან ტერორიზმში ბრალდებულნი.თურქეთის მიერ მოთხოვნილ პირებში ასევე შედის ჰელსინკიში, თურქეთის საელჩოზე მოწყობილ თავდასხმაში მონაწილე ერთ-ერთი პირიც. საელჩოზე თავდასხმა 2008 წელს მოხდა.

თავდამსხმელებმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს საელჩოს და ქურთებისადმი თურქეთის დამოკიდებულება გააპროტესტეს. თავდასხმის შედეგად საელჩოს ერთი თანამშრომელი დაშავდა.

როგორც მედია წერს, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ დაბლოკავს ნატო-ში ფინეთის და შვედეთის გაწევრიანებას და სკანდინავიური ქვეყნები ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი