უკრაინაში დაღუპულ გიორგი გრიგოლიას სამხედრო პატივით დაკრძალავენ

11 ივნისი 2022, 12:05 604 ნახვა

უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველი მებრძოლს, გიორგი გრიგოლიას აბაშაში დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ჯარისკაცის ცხედარი აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარშია დასვენებული, სადაც დღეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ის ერთი კვირის წინ ქალაქ ბახმუტში ოკუპანტთან შეტაკებისას დაიღუპა.

გრიგოლიას მამა ამ დრომდე მიკოლაევის ოლქში რუსი სამხედროების  ალყაშია და შვილის დაკრძალვას ვერ ესწრება.

საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოახერხეს მისმა მეუღლემ და მცირეწლოვანმა შვილმაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში