ქართველმა მშვილდოსანმა ციკო ფუტკარაძემ მესამე ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა
მიუნხენში დასრულდა მესამე ევროპული თამაშების საკვალიფიკაციო შეჯიბრება და იწყება ევროპის ჩემპიონატი, სადაც ასპარეზობს საქართველოს მშვიდოსანთა ეროვნული ნაკრები გუნდი.
საკვალიფიკაციო შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზა ციკო ფუტკარაძემ, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა და 2023 წლის ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი უახლოეს დროში მიიღებს.
მესამე ევროპულ თამაშებს პოლონეთის ქალაქი კრაკოვი 2023 წელს უმასპინძლებს.