მარიუპოლში თითქმის ყველა სახლის ნანგრევებში, 100-მდე ცხედარს პოულობენ - მარიუპოლის მერი

10 ივნისი 2022, 17:45 699 ნახვა

მარიუპოლში, თითქმის ყველა სახლის ნანგრევებში 50-დან 100-მდე ცხედარს პოულობენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, ვადიმ ბოიჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოიჩენკოს თქმით, ოკუპანტებს მარიუპოლელების ცხედრები ნანგრევებთან ერთად გააქვთ, ამიტომ დაღუპულთა ზუსტი რიცხვის დადგენა შეუძლებელია.

„ნანგრევებად ქცეულ სახლებში გარდაცვლილთა რაოდენობა შემაშფოთებელია. თითქმის ყველა დანგრეული შენობის ქვეშ 50-დან 100-მდე მოკლულს პოულობენ, მარიუპოლში კი 1 300 მრავალსართულიანი სახლია განადგურებული“, – აცხადებს ბოიჩენკო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი