ფაშიზმის სიმბოლო უკრაინის დროშის ფერებში მოხატულ კედელზე

10 ივნისი 2022, 15:00 985 ნახვა

ამ დროისთვის ბათუმის დელფინარიუმის კედელზე ''Z'' სიმბოლო გადაღებილია. წარწერა დღეს დილით გაჩნდა. რუსული არმიის სიმბოლო დელფინარიუმის ადმინისტრაციამ გადაღება.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უკვე ამოიღეს ვიდეოკამერებიდან ჩანაწერები და დაწყებულია მოკვლევა.

ამ დროისთვის კვლავ რჩება მემედ აბაშიძის გამზირზე უკრაინის დროშის ფერებში მოხატულ კედელზე ფაშიზმის სიმბოლო.

საზოგადოების ნაწილისთვის მსგავსი ნახატები მიუღებელია და ამბობენ, რომ ავტორები უნდა დაისაჯონ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებისთვისაც შენობების კედლებზე მსგავსი მინაწერები არაფრის მთქმელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში