ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ. სასამართლოს მიერ სამი უცხოელისთვის გამოტანილ სიკვდილით დასჯის განაჩენს ეხმიანება და აცხადებს, რომ ასეთი ფაქტის ადგილი ევროპის კონტინენტზე არ არის. ის ევროპის საბჭოს სახელით მოუწოდებს ყველას დაიცვან ადამიანის უფლებების საერთო ევროპული პრინციპები.
რუსეთის მიერ კონტროლირებადი დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ე.წ.-მა სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ბრიტანეთის ორ და მაროკოს ერთ მოქალაქეს, რომლებიც უკრაინის არმიაში იბრძოდნენ.
უცხოელი სამხედროები „დაქირავებული მებრძოლების“ ბრალდებით გასამართლდნენ. ისინი რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ მარიუპოლში აპრილის თვეში აიყვანეს.