ხარკოვის ოლქში მნიშვნელოვანი დანაკარგის გამო, რუსულმა ქვედანაყოფმა ომზე უარი თქვა - უკრაინის გენშტაბი

10 ივნისი 2022, 10:34 420 ნახვა

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში მნიშვნელოვანი დანაკარგის გამო რუსულმა ქვედანაყოფმა ომზე უარი თქვა. ამის შესახებ ნათქვამია ოპერატიულ ინფორმაციაში, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

საუბარია რუსეთის პირველი არმიის მოტომსროლელ ქვედანაყოფზე

მათივე ცნობით, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სულ შვიდი შეტევის მოგერიება შეძლეს. განადგურებულია 10 ტანკი. შვიდი საარტილერიო სისტემა, ოთხი დაჯავშნული მანქანა და საბრძოლო მასალის საწყობი. უკრაინის არმიამ შეძლო ხუთი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება.

ცნობარში აღნიშნულია, რომ სლობოჟანსკის მიმართულებით რუსეთის არმიის 30 ტაქტიკური ბატალიონი იბრძვის.

„ისინი სისტემატურ საცეცხლე გავლენას ახდენენ, რათა შეაკავონ უკრაინის თავდაცვის ძალების ქმედებები და არ დაუშვან მათი შემდგომი გადაადგილება სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში