ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე შოტოკან კარატეში ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებულ სპორტსმენებს შეხვდნენ აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროში. აჭარიდან შეჯიბრებაში 7 სპორტსმენი მონაწილეობდა. ყველა მათგანი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით პრიზიორი გახდა. ჯამში 4 ოქრო, 2 ვერცხლი და ერთი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.